რომის პაპი გამოჯანმრთელდა

08.06.23 14:03
რომის პაპი გამოჯანმრთელდა

რომის პაპი ფრანცისკე გამოჯანმრთელდა, სასულიერო პირს რომში მუცლის ღრუს ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა.

ექიმი ამბობს, რომ 86 წლის პაციენტის ოპერაციას არანაირი გართულება არ ჰქონია.

პაპი კარგად არის, ეს არის ის ამბავი, რომელსაც თქვენ და მთელი მსოფლიო ელოდით. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ განვმარტოთ… რომის პაპს სხვა დაავადებები არ აქვს. ოპერაცია 10 წლის წინ და ოთხშაბათს გამოწვეული იყო კეთილთვისებიანი პათოლოგიებით" - ამბობს რომის პაპის ექიმი.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 86 წლის ასაკში მყოფ პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი, მტკივნეული და ამასთან გაუარესებული სიმპტომები, რომელიც გამოწვეული იყო ინკარსერირებული ლაპაროცელით (მუცლის თიაქარი). 

მსგავსი სიახლეები