თავდასხმა მოზარდებზე - საფრანგეთის ალპებში კაცმა 6 ბავშვი დაჭრა

08.06.23 14:18
თავდასხმა მოზარდებზე - საფრანგეთის ალპებში კაცმა 6 ბავშვი დაჭრა

პოლიციაა მობილიზებული საფრანგეთის ალპებში მდებარე ქალაქ ანესის ერთ-ერთ პარკში - გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ სირიელმა თავშესაფრის მაძიებელმა ექვსი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაჭრა. 

დანით შეიარაღებული პირი დაკავებულია. 

რაც შეეხება დაშავებულებს,  4 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსები ორი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდების გადარჩენას ცდილობენ. 

 

მსგავსი სიახლეები