რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ კაშხლის აფეთქების საქმეზე იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ კაშხლის აფეთქების საქმეზე იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
რუსეთი, აცხადებს, რომ კიევმა სავარაუდოდ, დაბომბვამდე წყალსაცავში წყლის დონე მაქსიმუმამდე აიწია.
"კიევის რეჟიმმა არა მხოლოდ მასიური საარტილერიო დარტყმები განახორციელა კაშხალზე 6 ივნისის ღამეს, არამედ მიზანმიმართულად აწია წყლის დონე კახოვკას წყალსაცავში კრიტიკულ დონემდე, - განუცხადა ICC-ს რუსმა დიპლომატმა ალექსანდრე შულგინმა.
6 ივნისს უკრაინამ ასევე მიმართა ICC-ს რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.