"არ დავიღლებით" - ბაიდენი და სუნაკი უკრაინის ურყევ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ
"ურყევი მხარდაჭერა უკრაინას" - ასეთი გადაწყეტილება მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თეთრ სახლში შეხვედრისას. ორი ქვეყნის ლიდერმა უკრიანელი ხალხისადმი მხარდაჭერას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა. საუბარი შეეხო ასევე ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს.
შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა და სუნაკმა განცახდებები გააკეთეს. გაერთიანებული სამეფოს პრემეირმა თქვა, რომ ალიანსი ურკაინის მხარდაჭერას ბოლომდე გააგრძელებს და პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ალიანსი ამით დაიღლება.
პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ ალიანსი დაიღლება და დანებდება, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ დასავლელი პარტნიორები შეძლებენ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაშ მხარდაჭერას, ეს იქნება მძლავრი სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის. ჩვენ არსადვ წავალთ, ვინქებით აქ, უკრაინასთან, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და ვიმედოვნებ, ეს დააჩქარებს პუტინის იმ აზრამდე მისვლას, რომ გაიყვანოს თავისი ჯარების და შეწყვიტოს უკნონო და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი, - განაცხადა სუნაკმა.
მსგავსი გზავნილი ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი მიზანს რუსული აგრესიის შეჩრეება წარმოადგენს, ხოლო ამ მიზანს ამერიკა იმ მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რომელიც ბრძოლის ველზე უკრაინას სჭირდება.
ჩვენ განვიხილეთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც თავს იცავს ყველაზე სასტიკი აგრესიისგან, რომელიც გვინახავს დიდი ხნის განმავლობაში რუსეთისა და პუტინის ხელში. დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ სხვა 50-ზე მეტ პარტნიორთან ერთად უკრაინას ისტორიული დახმარება გაუწია. უკრაინელებთან და განსაკუთრებით ზელენსკისთან მოლაპარაკებებში გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ომის შემდეგ მომავალი აგრესიის შესაჩერებლად ჩვენი მიზანია და ამ მიზნის წინსვლას იმ მხარდაჭერით ვუზრუნველყოფთ, რომელიც უკრაინას ახლა ბრძოლის ველზე სჭირდება. მჯერა, რომ გვექნება საჭირო დაფინასნება უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - განაცხადა ბაიდენმა.