1 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - ოკუპანტებმა ჟიტომირზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა 9 ივნისის ღამე ჟიტომირზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. სამიზნე ზვიაგელსკის გრომადას საცხოვრებელი მასივი აღმოჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ქალაქის საბჭოს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია 10-მდე სახლი, ათობით კი დაზიანდა.
სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც, რომელთაც საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე გრომადა ხელმძღვანელობა და საგანგებო სამსახური მუშაობს, - განაცხადა ქალაქის მერმა ნიკოლაო ბროვეცმა.
ჟიტომირს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი იტყობინება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტა ჩამოაგდო.