კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეული შედეგი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს დააზარალებს - ზელენსკი

09.06.23 11:34
კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეული შედეგი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს დააზარალებს - ზელენსკი

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ საფრთხე მხოლოდ ურკაინას არ ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის ამბობს, რომ საფრთხე 2 მლნ-მდე ცოცხალ არსებას ემუქრება. მისი თქმით, წყალდიდობის ზონიდან დაბინძურებული წყალი მიწისქვეშა წყლებიდან მდინარეებსა და შავ ზღვაში ჩაედინება, რაც მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

საფრთხე 2 მლნ ცოცხალ არსებას ემუქრება. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად, განადგურდება გარემო. კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეული შედეგი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს დააზარალებს, რადგან ეს ყველაფერი არ ხდება სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულად. გარკვეულწილად ის მთელ მსოფლიოს უკავშირდება. წყალდიდობის ზონიდან მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან. ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელ მსოფლიოს უკავშირდება, - ამბობს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები