კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეულ წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

09.06.23 16:52
კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეულ წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ხერსონის ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 13 ადამიანი.

კლიმენკოს ცნობით, ხერსონის ოლქში დატბორილი რაიონებიდან 2 412 ადამიანია ევაკუირებული. გარდა ამისა, ევაკუაციის დროს რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი.

 

მსგავსი სიახლეები