კახოვკას ჰესის აფეთქებაში ევროკომისია რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს

კახოვკას ჰესის აფეთქებაში ევროკომისია რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს. ამის შესახებ ბრუსელში ბრიფინგზე ევროკომისიის პრესმდივნის მოაგდილემ, ანა სპინანტმა განაცხადა. კერძოდ, ამ განცხადებით მან ჩინელი ჟურნალისტის განცხაებას უპასუხა, რომელმაც ევროკავშირი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ბრალი კახოვკას ჰესის აფეთქებაში დამოუკიდებელი გამოძიების გარეშე დასდო, იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ დინების გაზსადენების აფეტქებასტან დაკავშირებით არაერთი გამოძიება ჩატარდა.
განსხვავებულ მიდგომებთან დაკავშირეით თქვენს აზრს არ ვიზიარებ. შემიძლია გითხრათ, რომ კატასტროფულ აფეთქებას ტანჯვა მოჰყვა. ათი ათასობით უკრაინელი, რომლებიც სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ, სინამდვილეში სიცოცხლის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ და მსხვერპლტან დაკავშირეით, ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. პირველ რიგში, დაზარალებული ადამიანებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მეორე, როგორც იცით, ისევე როგორც ჩვენ ვიცით, ეს ომი რუსეთმა დაიწყო, რომ იქ რუსეთი ნაღმებს ისვრის, უკრაინელები კი თავს იცაცევ, - აღნიშნა სპინანტმა.
მისივე თქმით, იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, პასუხისმგებელი რუსეთია.