ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს

10.06.23 10:40
ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს

ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს.  მიზეზი პრივილეგიების კომიტეტის მოხსენებაა. საქმე ეხება  კოვიდპანდემიის დროს, ლოქდაუნისას, დაუნინგ სტრიტზე გამართულ წვეულებებს. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ წვეულებებთან დაკავშირებით, თემთა პალატა განზრახ შეიყვანა შეცდომაში. ჯონსონი ბრალდებას უარყოფს და კომიტეტის წევრებს მისი პარლამენტიდან განდევნის მცდელობაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები