ოკუპანტებმა ოდესას შაჰიდის დრონებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

10.06.23 10:50
ოკუპანტებმა ოდესას შაჰიდის დრონებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

10 ივნისის ღამეს ოკუპანტებმა ოდესას შაჰიდის დრონებით შეუტიეს - თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა.

უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავდასხმის დროს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.