მძიმე ღამე ხარკოვში - ოკუპანტების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც
მძიმე ღამე უკრაინისთვის - ოკუპანტემა გვიან ღამით ყველა არსებული იარაღით კუპიანის, ჩუგუივის, ბოგოდუჰივისა და იზიუმის რაიონების დასახლებები დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება.
მისი თქმით, შეტევა ასევე იყო დრონებითაც, რის შედეგადაც დაღუპულია 29 წლის, ხოლო დაჭრილია 39 წლის მამაკაცი.
გარდა ამისა, სოფელ იზიუმის რაიონში, ჰოროხოვატკაში სროლის შედეგად 48 წლის მამაკაცი დაიჭრა.