ანკარაში ქიმიური მრეწველობის ქარხნის შენობა აფეთქდა - დაღუპულია 5 მუშა

10.06.23 15:51
ანკარაში ქიმიური მრეწველობის ქარხნის შენობა აფეთქდა - დაღუპულია 5 მუშა

ანკარაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - თურქეთის დედაქალაქში ქიმიური მრეწველობის ქარხნის შენობა აფეთქდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 მუშა დაიღუპა. ათობით ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ისინი მკურნალობას კლინიკებში აგრძელებენ. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო.