კახოვკას ჰესის ტრაგედიაზე მსოფლიოს ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულრგილობაა - ზელენსკი

11.06.23 10:39
კახოვკას ჰესის ტრაგედიაზე მსოფლიოს ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულრგილობაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კახოვკას ტრაგედიასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქვეყნის და სუბიექტის გულგრილობით გულდაწყვეტილია. ამის შესახებ მან მორიგ ვიეომიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსგავსი სისუსტეებით აგრესორი რუსეთი იკვებება, თუმცა უკრაინა ამას მაინც გადალახავს. 
 

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდთან და ადამიანურ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომელიც კახოვკის ჰესზე რუსულმა ტერაქტმა გამოიწვია. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბში უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის ფორმირებას და გაგზავნას, როდესაც ზოგიერთი მსოფლიო სუბიექტი ვერ ბედავს თუნდაც მკაფიო და ძლიერი განცხადებებით გამოსვლას, რომლებიც ამ მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულს დაგმობდნენ, ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან მსოფლიოს ამ სისუსტით,  ამ გულგრილით - ეს მათ ამხნევებს  და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს... ჩვენ ამას გადავლახავთ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები