უკრაინული დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ სოფელში აფრიალდა
უკრაინული დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ სოფელში აფრიალდა. უკრაინელი დამცველები დონეცკის ოლქში წინ მიიწევენ. ოდესელი საზღვცაო ქვეითები აცხადებენ, რომ კონტრშეტევის ფარგლებში სოფელი სტოროჟევოე გაათვაისუფლეს. დასახლებული პუნქტი 2022 წლის მარტიდან იყო ოკუპირებული.
დასახლწებული პუნქტის გაწმენდის დროს ასნახევარზე მეტი რუსი გავანადგურეთ, ხოლო 4 ტყვედ ავიყვანეთ. დღეს სახელმწიფო დროშა სტოროჟევოეში ისევ ფრიალებს და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, ვიდრე მთელ უკრაინას არ გავათავისუფლებთ, - ნათქვამია შეტყობინებაში.
დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია უკრაინის თავდაცვიოს სამინისტრომაც დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა საზღვაო ქვეითებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მალე მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.