IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავა და ზელენსკის შეხვდება

12.06.23 18:42
IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავა და ზელენსკის შეხვდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინაში ჩავა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის  შეხვდება.

"მივდივარ უკრაინისკენ, რომ შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და ნოვა კახოვკის კაშხლის კატასტროფული დატბოვრის შედეგებზე დახმარების პროგრამა წარვუდგინო. შევაფასებ სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", - წერს ის.