კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Правда რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი ლოკალიზებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.