სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე - არიან დაღუპულები, ნანგრევების ქვეშ ხალხს ეძებენ

13.06.23 10:32
სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე - არიან დაღუპულები, ნანგრევების ქვეშ ხალხს ეძებენ

სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე - გარდაცვლილია მინიმუმ 3 ადამიანი, დაშავებულია 25, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი იუწყება.

მისი თქმით, ოკუპატებმა ქალაქზე იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს.

ლისაკი იუწყება, რომ მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს პატიება არასოდეს ექნებათ და ისინი პასუხს აგებენ თითოეულ რაკეტაზე“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები