ატომურ იარაღს უყოყმანოდ გამოვიყენებთ - ლუკაშენკო

13.06.23 14:42
ატომურ იარაღს უყოყმანოდ გამოვიყენებთ - ლუკაშენკო

ბელაურის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ატიმური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს. ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ ბელარუსის წინააღმდეგ ადგილი აგრესიას ექნება, იარაღს უყოყმანოს გამოიყენებს.

ამასთან, ლუკაშენკომ იმ ატომური იარაღის სიმძლავრეს გაუსვა ხაზი, რომელსაც რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს.

ვფიქრობ, არავის მოუნდება ომი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი იარაღი აქვს. ეს შემაკავებელი იარაღია. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, არ შეიქმნას იარაღის გამოყენების საჭიროება,  - თქვა ლუკაშენკომ.