თუ უკრაინას არ დავეხმარებით, საფრთხე საქართველოსა და მოლდოვას ემუქრება - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მსოფლიო ისევ უკრაინის დასახმარებლად არის მობილიზებული. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც წარმოადგენს. მისი თქმით, თუ მსოფლიო ახლა უკრაინას არ დაეხმარება, საქართველოც საფრთხის წინაშე აღმოჩნება.
ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან გვინდა მშვიდობა, იმიტომ, რომ უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, ის დაპყრობილი იქნება და ჩვენ გვექნება საფრთხე, რომელიც გაცილებით დიდია ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან, ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ასე რომ, თუ ეს კონტრშეტევა სასარგებლო იქნება რუსების უკრაინიდან უკან ახევისთვის, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს, - განაცხადა მინისტრმა.