ოკუპანტებმა ჰერსონში ეკლესია დაბომბეს - დაიღუპა მღვდელი

ოკუპანტები ჰერსონის დაბომბვას განაგრძობენ. მორიგი იერიში მათ ბელოზერკის ერთ-ერთ ეკლესიაზე მიიტანეს. დაიღუპა მღვდელი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, გარდაცვლილი 72 წლის იყო.
რუსულმა არმიამ ბელოზერკა არტილერიიდან დაბომბა. იერიში ეკლესიაზე მიიტანეს, რასაც მღვდელი ემსხვერპლა. დაშავდა ასევე 76 წლის ქალიც, აღნიშნა ერმაკმა.