რისთვის გჭირდებათ ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას? - პოდოლიაკი დასავლეთს

პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინას იარაღით დაეხმაროს. მიხაილო პოდოლიაკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ იმ დროს, როცა უკრაინაში სასტიკი ომი მიმდინარეობს, ბევრი ქვეყნის ფარდულები თანამედროვე სამხედრო ტექნიკით არის სავსე, რომლის გამოყენებაც არ იგეგმება.
პოდოლიაკი ევროპას ურჩევს, შეიარაღება ბრძოლის ველზე გადატაინონ და ამით აგრესოსი რუსეთი "დაამშვიდონ".
მოდით დავარქვათ როგორც არის. რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია, რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?, - წერს პოდოლიაკი.