აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სატანკო ჭურვების გადაცემას გაღარიბებული ურანით გეგმავს

13.06.23 17:35
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სატანკო ჭურვების გადაცემას გაღარიბებული ურანით გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სატანკო ჭურვების გადაცემას გაღარიბებული ურანით გეგმავს. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, აშშ აქამდე თავს იკავებდა უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის რაკეტების გადაცემისგან, რადგან მას გარემოზე ნეგატიური გავლენა აქვს. ბაიდენის ადმინისტრაციის  ნაწილი შიშობს, რომ ამ ნაბიჯის გამო შეიძლება ქვეყანა კრიტიკის საგანი გახდეს.

WSJ-ს ცნობით, ჭურვები გაღარიბებული ურანით ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბევრად ეფექტურია. მათივე ინფორმაციით,  თეთრი სახლი ასევე  უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემაზეც მსჯელობს.
 

მსგავსი სიახლეები