სამი დაღუპული და ათამდე დაშავებული - რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

14.06.23 09:52
სამი დაღუპული და ათამდე დაშავებული - რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

სამი დაღუპული და ათამდე დაშავებული - გვიან ღამით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. 

ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

ირკვევა რომ ოკუპანტებმა ოდესისკენ კალიბრის ტიპის 4 რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემიდან გაუშვა.

საჰაერო თავდასხმისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტრში არსებული ბიზნეს ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები..

ოკუპანტების რაკეტა მოხვდა ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობს. შედეგად 1 000 კვ.მ-ის ტერიტორია განადგურდა და ხანძარი 400 კვ.მ-ზე გავრცელდა. 

საწყობში მყოფი 3 თანამშრომელი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს 

მსგავსი სიახლეები