ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ლუქსემბურგის პარლამენტმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
საკითზე განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა.
მივესალმები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას სტალინის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარების თაობაზე. ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდის საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო იზრდება.” - წერს კულება Twitter-ზე.