"რუსეთს რაკეტებისთვის ნაწილებს აწვდიან" - ზელენსკი პუტინის ომში დამხმარე ქვეყნებს ამხელს

14.06.23 12:19
"რუსეთს რაკეტებისთვის ნაწილებს აწვდიან" - ზელენსკი პუტინის ომში დამხმარე ქვეყნებს ამხელს

ზელენსკი ე.წ. “სარაკეტო ტერორის „შეწყვეტას ითხოვს. საგანგებო განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტახნის წინ გაავრცელა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი დამატებითი თავდაცვის სისტემებით დახმარებას და იმ კომპანიების და ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი ზომების და გატარებას და სანქციების დაწესებას ითხოვს, ვინც რუსეთს ახალი რაკეტების წარმოების პროცესში ნაწილებით ეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოკუპანტების დამხმარე ქვეყნები იდენტიფიცირებულია და ახლა რეაგირებაა საჭირო.

სამწუხაროდ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები კომპანიებისგან მთელი მსოფლიოდან მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიებისგან. შემდეგ ეს კომპონენტები იგზავნება რუსეთში სხვადასხვა გზით. თუ ავიღებთ მაგალითად ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს კრივოი-როგს მოხვდა მასში 50-მდე კომპონენტი ძირითადად მიკროელექტრო ტექნიკა სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული. უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთში არსებულ ყველა კომპანია, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებს. ასეთი სრული სანქციები უნდა დაწესდეს გლობალურად ყველა მათგანის წინააღმდეგ. სანქციების გვერდის ავლით ყველა გზა სათანადოდ უნდა დაისაჯოს გლობალურ დონეზე. მნიშვნელოვან კომპონენტებზე ექსპორტის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. თუ ვინმე მოქმედებს, როგორც შუამავალი ან იმუშავებს რუსეთთან ერთად, რათა ტერორისტებმა გააგრძელონ საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და ადამიანების მკვლელობა ასეთი სუბიექტები იქნება ეს ბიზნესი თუ მთავრობა იმსახურებს მკაცრ პასუხს მსოფლიოსგან - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები