მოკლეს თუ დაჭრეს კადიროვის “მარჯვენა ხელი” უკრაინაში - რა ინფორმაციები ვრცელდება რუსეთში

14.06.23 14:19
მოკლეს თუ დაჭრეს კადიროვის “მარჯვენა ხელი” უკრაინაში - რა ინფორმაციები ვრცელდება რუსეთში

უკრაინაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის “მარჯვენა ხელი”, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი დაჭრეს. ინფორმაციას რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული (ლდპრ) პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის დუმის დეპუტატმა დიმიტრი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ დელიმხანოვს ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და ის ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელიმხანოვი მოკლეს.

რამზან კადიროვი მისი "მარჯვენა ხელის" ადამ დელიმხანოვის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს Telegram-ზე გამოეხმაურა და უკრაინის დაზვერვას დახმარება სთხოვა.

"ვერაფრით ვერ ვუკავშირდები ადამ დელიმხანოვს, ის კავშირზე არ გამოდის. ვთხოვ უკრაინის დაზვერვას, მომაწოდოს ინფორმაცია, ზუსტად რა ადგილას და რა პოზიციებზე განხორციელდა დარტყმა, იმისთვის, რომ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა.  იქნება გულუხვი ფინანსური ჯილდო, გთხოვთ დამეხმაროთ". - წერს კადიროვი Telegram-ის პირად არხზე.

14 ივნისის დილას უკრაინის არმიაში მებრძოლმა კირილ საზონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დელიმხანოვი მოკლეს.