ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი - სტოლტენბერგი

14.06.23 18:41
ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი - სტოლტენბერგი

იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი - NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ამასტან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია.

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი. მაგრამ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას ათავისუფლებენ. უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე კიევის მოლაპარაკების პოზიციას გააძლიერებს.

რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და გაიგებს, რომ სამართლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.