„კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა, მსოფლიომ ეს გზები უნდა დაბლოკოს - ზელენსკი

15.06.23 10:30
„კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა, მსოფლიომ ეს გზები უნდა დაბლოკოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების გზები დაბლოკოს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინა პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს.

„რუსმა არაადამიანებმა „კალიბრებით“ ოდესაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ „კალიბრების“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა. აშკარაა, რომ ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაზრდის გზას წარმოადგენს. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი გზა - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს რუსი რაკეტების მწარმოებლები იყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.