ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს- დაშავდა 3 მცირეწლოვანი

ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. დაფიქსირებულია 98 აფეთქება. იერიშების შედეგად ბავშვები დაშავდნენ.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშები კრასნოპოლსკაია, ბელოპოლსკაია, გულოხვსკაიას, ესმანსკაიას, სვესსკაიას და სერედინო-ბუდსკაია გრომადაზე იქნა მიტანილი.
გლუხოვსკაია გრომადაში 19 აფექტება მოხდა. ერთ-ერთი იერიშის დროს, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ, - ნათქვამია შეტყობინებაში.