პოლონელ მესაზღვრეებს ბელარუსის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს

16.06.23 10:08
პოლონელ მესაზღვრეებს ბელარუსის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს

პოლონელ მესაზღვრეებს ბელარუსის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი რამენიმე დღის წინ მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ვინ და რა იარაღიდან ისროდა. რაზმის ხელმძღვანელმა, რომელიც სროლაში მოყვა, მომხდარის შესახებ პოლონეთის სეიმს აცნობა. 
 

არ ვიცი, პნევმატური იარაღიდან ისროლეს თუ არა, თუმცა საგანმა ავტომობილის გვერდითა მინა გახვრიტა და კიევ ერთი მინა დაამსხვრია. ხაზს ვუსვამ, რომ სატრანსპორტო საშუალებაში ორი ოფიცერი იმყოფებოდა, რაც მათ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო, - აღნიშნა არკადიუშ ტივონიუკმა. 

პოლკოვნიკი ასევე ამბობს, რომ პოლონელი მესაზღვრეების წინააღმეგ სისტემატურად ისვრიან ქვებსაც.
 

მსგავსი სიახლეები