ტორნადო და გიგანტური სეტყვა აშშ-ში - მაშველები ადამიანებს ეძებენ
ტეხასის შტატის ერთ-ერთ ქალაქს თავს ერთდროულად სამი ტორნადო დაატყდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ პერიტონის მნიშვნელოვანი ნაწილი ნანგრევებად იქცა. მაშველები იქ გადარჩენილებს ეძებენ.
ადგილობრივი მთავრობა ჯერჯერობით დაღუპულთა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა მედიის ცნობით, მინიმუმ 3 ადამიანია დაღუპული. ათობით ადამიანი დაშავდა.
ცნობილია, რომ ტორნადის შემდეგ სახლები, ფაქტობრივად,ნაწილებად არის დაშლილი.
The Wacthers-ის ცნობით, კი უბედურება სხვა შტატებშიც დატრიალდა. ამერიკის სამხრეთს ძლიერმა წარმა გადაუარა, რის შედეგაცა 150 ათასი ადამიანის ელექტროენერგიის ს გარეშე დარჩა. შტორმმა თან გიგანტური ზომის სეტყვა წამოიღო.
ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ უამრავი სახლი დაინგრა, მოგლეჯილია ხეები.