როცა ყველა რუსი, რომელიც კრემლთან თანამშრომლობს, დაკარგავს ფულს, იგრძნობენ, რა არის დანაკარგი - ზელენსკი

როცა ყველა რუსი, რომელიც კრემლთან თანამშრომლობს, დაკარგავს ფულს, იგრძნობენ, რა არის დანაკარგი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა
ზელენსკი ამბობს, რომ რუსებმა უნდა დაკარგონ მათი აქტივები მთალიანად და მათ სასარგებლოდ, ვინც დაზარალდა რუსების აგრესიითა და ტერორისტული ომით.
"რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა. და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელები.
როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამ შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ან ვინც რუსი კორუმპირებული ჩინოვნიკების საჯარო საფარს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული - ისინი იგრძნობენ რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს სიცოცხლეს და არ ნანობენ, როცა ადამიანთა სიცოცხლე იკარგება", - თქვა ზელენსკიმ.