უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს მიიღებს - სამხედრო დახმარების ფინანსებს დანია და ნიდერლანდები გამოყოფენ
უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს მიიღებს. ომში მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ფინანსებს დანია და ნიდერლანდები გამოყოფენ. ჯამში უკრიანას 14 Leopard 2 გადაეცემა.
უკრიანული მედიის ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია, გაფორმებულია შესაბამისი კონტრაქტებიც. ამ ფონზე უკრიანის მიერ წამოწყებული კონტრშეტევები გრძელდება.
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 4 მიმართულებით მტრის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. დაფიქსირდა 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა.