სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კიევს ეწვია
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს რკინიგზის სადგურზე უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მაქსიმ სუბხი და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი დახვდნენ.
პრეზიდენტი რამაფოზა ბოლო კვირების განმავლობაში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებს და გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ძალისხმევას, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დღეს, მოგვიანებით აფრიკის დელეგაცია კიევიდან რუსეთში გაემგზავრება, სადაც ხვალ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.