ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს მობილურ ინტერნეტს გათიშავენ

16.06.23 12:19
ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს მობილურ ინტერნეტს გათიშავენ

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პუტინისთვის - ფორუმზე, სადაც პუტინი უნდა გამოვიდეს, მობილურ ინტერნეტს გათიშავენ. სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს უნდა გაიმართოს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოვიდეს.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველზე, ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის მდივან ანტონ კობიაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ მონაწილეები და სტუმრები ისარგებლებენ ფორუმის შიდა Wi-Fi ქსელით. მობილური ინტერნეტის გათიშვას, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა შემდეგნაირად ხსნის - გადაწყვეტილება მიღებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შესაძლო შეტევის აღსაკვეთად.

მსგავსი სიახლეები