პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელიც კოსმეტურ საშუალებებს იპარავდა და ბაზრობებზე ასაღებდა

16.06.23 14:34
პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელიც კოსმეტურ საშუალებებს იპარავდა და ბაზრობებზე ასაღებდა

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი კაცი, რომელიც სხვადასხვა მოპარული ნივთებით ვაჭრობდა - ინფორმაციას ქურდობის ფაქტზე პოლონური მედია ავრცელებს

გამოძიებით დგინდება, რომ 46 წლის ეჭვმიტანილმა კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ბრენდირებული ველოსიპედიც მოიპარა.

ეჭვმიტანილის სახელზე მოპარვის 7 ფაქტი ფიქსირდება, ზარალის მთლიანმა ღირებულებამ კი დაახლოებით 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა. 

საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორმა ეჭვმიტანილს განმეორებითი ქმედების პირობებში ქურდობის შვიდი ბრალდება წარუდგინა და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.