ატომური იარაღის ბელარუსში განთავსება რუსეთის მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა - ბაიდენი

18.06.23 10:01
ატომური იარაღის ბელარუსში განთავსება რუსეთის მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა - ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ატომური იარაღის განთავსება უპასუხისმგებლობა იქნება. 

ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი, ეს აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა, - თქვა ბაიდენმა ადგილობრივ მედიასთან.

ამის გარდა, ამერიკელმა ლიდერმა უპასუხა კითხვას, გაუმარტივებს თუ არა აშშ უკრაინას ნატოსში გაწევრიანებას.

არა. იმიტომ, რომ ისინი ერთნაირ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ამიტომ ამის გამარტივებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, მათ სამხედრო კოორდინაციის დემონსტრირების თავლსაზრისით ყველაფერი გააკეთეს...ის არაკორმპირებულია? აკმაყფილებს თუ არა ის ყველა სტანდარტს, რომელსაც ნატოს წევრი სხვა ქვეყნები ასრულებენ? ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, თუმცა არა ავტომატურად, - თქვა აბიდენმა.