ასტანაში შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

18.06.23 16:33
ასტანაში შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

ყაზახეთის დედაქალაქში შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცია. ის პოლიციას საკუთარ მოთხოვნებს უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრება. 
კერძოდ, მამაკაცი ითხოვს, Kaspi Bankის ყველა აქტივი ინვალიდ ბავშვთა ფონდებს და გაჭირვებულებს გადაურიცხონ. 

პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს ცდილობს. კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ბანკი მებარეობს, ევაკუირებულები არიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 
 

მსგავსი სიახლეები