თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ავტოავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

ანტალიაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა, ინფორმაციას რუსული და თურქული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ავტობუსი, რომელსაც ალანიის სასტუმროებიდან ტურისტები აეროპორტის მიმართულებით მიჰყავდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ერთი წლის წინ გულის შეტევა გადაიტანა, ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი მძღოლის მიერ მართვის დაკარგვა გახდა.
33 რუსიდან 5 ჰოსპიტალიზებულია, კიდევ 6 დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. იქ იმყოფებოდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი მზაგვრები კი აეროპორტში.