ინდოეთში ახალი დაავადების, "შავი სოკოს" 9 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

23.05.21 13:48
ინდოეთში ახალი დაავადების, "შავი სოკოს" 9 ათასამდე  შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში იშვიათი დაავადების, " შავი სოკოს" 8 800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს

"მუკორმიკოსი" იშვიათი ინფექციაა, რომლით დაავადებულებს განარჩენის შანსი მხოლოდ 50% აქვთ.

ექიმების მოსაზრებით, დაავადება შესაძლოა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან იყოს კავშირში. ექიმების თქმით, დაავადება უმეტესად კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პირებს 12-18 დღის განმავლობაში დაემართათ.

„მუკორმიკოზი“ აზიანებს ტვინს და ფილტვებს. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის მქონე  და დაბალი იმუნიტეტის ადამიანებისთვის.