ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

21.06.23 18:04
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა.

"დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში.

ევროკომიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ  სანქციების მე-11 პაკეტი პუტინის ომის მანქანას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს.

''მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას სანქციების  მე-11 პაკეტზე.

პუტინის ომის მანქანას, ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვები კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს, სანქციის ეს პაკეტი კრემლის მხარდამჭერ სუბიექტების დასანქცირებასაც ისახავს მიზნად. 

ჩვენი გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, რუსეთს სანქცირებული საქონლის ხელში ჩაგდებაში ხელს შეუშლის.'' წერს ლეიენი

სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვე მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები