აშშ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით $1.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით $1.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის, პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას მოხმარდება.
ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა.
"რეკონსტრუქცია უკრაინისთვის საძირკვლის ჩაყრას გულისხმობს, რათა შემდეგ განვითარდეს როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყანა, სრულად ინტეგრირდეს ევროპასა და მსოფლიო ბაზრებთან. აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით, ჩვენ გამოვყოფთ დამატებით $1.3 მილიარდზე მეტს, რათა უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ". - თქვა ბლინკენმა.