ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ამ ვერტმფრენს ვაგზავნით უკრაინაში - ლატვიის პრემიერი

21.06.23 18:53
ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ამ ვერტმფრენს ვაგზავნით უკრაინაში - ლატვიის პრემიერი

ლატვია თავისი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინისთვის გადასაცემად ემზადება - ამის შესახებ UNIANI წერს

გამოცემის ინფორმაციით ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა  უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

''ჩვენმა მთავრობამ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ზე მეტი უკრაინის  დახმარებაზე დახარჯა, საიდანაც 1%-ზე მეტი მხოლოდ სამხედრო საჭიროებებისთვისაა. ასე რომ, ყველა ჩვენი Stinger რაკეტა ახლა უკრაინაშია. ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - ეს უკანასკნელი ახლა ხელახლა იღებება, შემდეგ ჩვენ მათ ვაგზავნით უკრაინაში.

ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით,... და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები