ძლიერი აფეთქება პარიზში - არიან დაშავებულები

21.06.23 20:43
ძლიერი აფეთქება პარიზში - არიან დაშავებულები

პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, ჩამოინგრა შენობა, გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.

მომხდარის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.