ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ამ დრომდე ეძებენ

22.06.23 11:55
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ამ დრომდე ეძებენ

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ. "ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად ნავით წასულ ტურისტებთან კონტაქტზე გასვლა უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. წყალქვეშა ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება.

ცნობილია, რომ ჟანგბადის მარაგიდან გამომდინარე გემს 70-დან 96 საათამდე  შეეძლო წყალქვეშ ყოფნა. გემი კვირას ჩაეშვა, კონტაქტი კი ჩაშვებიდან დაახლოებით ორ საათში გაწყდა. სამძებრო სამუშაოებში ამერიკის სანაპირო დაცვა 10 ხომალდით და რამდენიმე დისტანციური სამძებრო ნავით არის ჩართული.