უკრაინის ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი ეთანხმება
უკრაინის ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი ეთანხმება. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება, რომ ნატო მზად არის უკრაინას ისეთივე მწვანე შუქი აუნთოს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში მოხდა.
ჯეიმს ქლევერლი ამბობს რომ, "მაპის" გარეშე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთიც. ამ ფონზე კი უკრაინაში პუტინის აგრესიას ბოლო არ უჩანს. წუხელ რაკეტებით შეუტიეს კრივორიცკის რაიონს, დაზიანდა 10 სახლი.