"სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ფრონტზე წინ მივიწევთ" - ზელენსკი
"სამხრეთი ვანადგურებთ მტერს, დონეცკი ვანადგურებთ მტერს" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება და მეომრები თავდაცვის ხაზსაც ინარჩუნებენ
ოდესაში განეიტრალებულია სამი ირანული დრონი. დაბომბილია ყირიმის ხერსონის რეგიონთან დამაკავშირებელი გზა. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ხიდი უკრაინამ ბრიტანული "Storm Shadow" რაკეტებით დაბომბა.
"სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ფრონტზე წინ მივიწევთ, სამხრეთი ვანადგურებთ მტერს, დონეცკი ვანადგურებთ მტერს, კუპიანსკის მიმართულება რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა გავანადგურებთ მტერს, სამხრეთში წინსვლა გვაქვს, მადლობა მეომრებო. აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.