ევროკავშირმა ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებულ ბანკს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი გამოქვეყნდა - დოკუმენტიდან, რომელსაც "ეხო კავკაზი" ავრცელებს, ირკვევა, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებულ ბანკს დაუწესა.
მიზეზი ბანკის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს რეგიონებში გახსნილი ფილიალები გახდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი "საერთაშორისო საანგარიშგებო ბანკი" რუსეთის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარეში შედის.
ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.