რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებს - ზელენსკი
რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებს - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, რუსული მხარე ტერაქტის მოსაწყობად მზადაა. ინფორმაცია პრეზიდენტს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს.
სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია შეხსენება, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ვის დაარტყამს, განისაზღვრება მხოლოდ ქარის მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებას უკვე უპასუხეს რუსეთში, სადაც დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადებას "მორიგი ტყუილი" უწოდა.