ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავში ჟანგბადის რაოდენობა, სავარაუდოდ, ამოიწურა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავში ჟანგბადის რაოდენობა, სავარაუდოდ, ამოიწურა. ხომალდის სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.
"ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად ნავით წასულ ტურისტებთან კონტაქტზე გასვლა უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. წყალქვეშა ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება.
ცნობილია, რომ ჟანგბადის მარაგიდან გამომდინარე გემს 70-დან 96 საათამდე შეეძლო წყალქვეშ ყოფნა. გემი კვირას ჩაეშვა, კონტაქტი კი ჩაშვებიდან დაახლოებით ორ საათში გაწყდა.